პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე, ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,არავის ვრიცხავთ და არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გარედან ოპოზიციასავით ურტყავდე”
შემდეგი სტატიაარც გარიცხვის და არც პარტიის დატოვების შესახებ საუბარი არ ყოფილა – მამუკა მდინარაძე