პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირიდააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს
დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების
პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით
სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების
დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა
შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: „ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი“
შემდეგი სტატიაზუგდიდში ლომბარდიდან ტელეფონის თაღლითურად მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს