პოლიციამ რუსთავში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა, დაკავებულია არასრულწლოვანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ჩადენილი ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ 5 ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ამბობენ უწყებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა სევეროდვინსკის აფეთქებაზე ახალ ვერსიას ავრცელებს
შემდეგი სტატიამოსკოვი თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალს საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ მოუწოდებს