პოლიციამ რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს: 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი თ.ჩ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული თ.პ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ქ..

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, თ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

პოლიციამ თ.პ.-ს და ზ.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღო „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მათ პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ გამზადებული.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითქვენსავით დაუსწრებლად დაბალ რეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ
შემდეგი სტატია(video) “რა გეშველებათ თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო”- ადა მარშანიას მიმართვა კობახიძესა და “ქართულ ოცნებას”