პოლიციამ რუსთავის ციხის ტერიტორიიდან აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღო

პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღო. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი.

შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, რის გაკეთებასაც აპირებდნენ, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს.

მოქალაქეებისგან განსხვავებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ სცენის შეტრიალებაზე უარი ორგანიზატორებმა თქვეს:

“ვეუბნებით ალტერნატიულ ადგილს, მაგრამ ამ ალტერნატიულ ადგილზეც გვეუბნებიან უარს”.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია – ელენე ხოშტარია ექიმმა მოინახულა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – სუს-ის განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო