რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. პარალელურად, ადგილზე ხმაური და დროდადრო დაპირისპირებაცაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ცოტა ხნის წინ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, იქამდე კი 2 ახალგაზრდა გოგო.
მიუხედავად საპოლიციო ძალების წინააღმდეგობისა, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
ივანიშვილის სამართალდამცველები კი 9 აპრილის ქუჩაზე ჩადგნენ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მშვიდად დატოვონ.