პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული დ. ტ.,
ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” ინფორმაცია უწყებიდან აცნობეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის
მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ამბროლაურში
დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი –
პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის ტრენინგი უტარდებათ
შემდეგი სტატიადღეს სვეტიცხოვლობაა