9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

პოლიციამ ქვემო ქართლში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის, მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ვ.ქ. რუსთავში დააკავეს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაზუგდიდში 73 წლის კაცი მოკლეს