პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

admin
ავტ.: admin ნოემბერი 30, 2020 10:14

პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო
გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით
გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად,
„ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე,
ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 30, 2020 10:14