პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის
სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს
დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე
განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე
მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის
მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს დაესხნენ და 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაამტვრიეს
შემდეგი სტატიავერსალის სასახლეში რამდენიმე დღით აცრის ცენტრი გაიხსნება