პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს,
ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე
დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს
სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, გ.მ. ბრალდებულის სახით ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ
ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გორში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსულ მუსიკას კრძალავს