პოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისში, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს – 1978 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს ინვესტორებში „გადამგდების“ რეპუტაცია აქვს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია – ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, დანიელსონს ჩვენს გეგმას შევთავაზებთ