პოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის
ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის
გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული –
130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს
დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის
ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის
ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა
შემდეგი სტატიახულოს მუნიციპალიტეტში ცალკეულ სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია