პოლიციამ ქუთაისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა,
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური
ტკივილი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს საავადმყოფოში გადაიყვანენ