პოლიციამ ქართული ოცნების ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა – ამოღებულია ნაქურდალი თანხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის – 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქრებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,ველოდებით, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება სწრაფად დასრულდება და პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა”
შემდეგი სტატია“მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდით, ძალიან ბევრი რამ მოხდა” – ლევან გოგიჩაიშვილი