პოლიციამ პროფესიონალიზმი გამოავლინა ,ისეთი როგორიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი

ქართული ოცნების წევრი სოფო კილაძე პარლამენტთან აქციის მონაწილეების სპეცრაზმის მიერ დაშლას გამოეხმაურა.

ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ კონტექსტიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იყენებს სამოქალაქო აქტივიზმს ფარად, იმისთვის რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. შეშას რაც შეეხება, პოლიციის პირველადი ფუნქცია არის პრევენცია და პრევენცია გულისხმობს იმას, რომ მანამ, სანამ რაიმე უბედურება დატრიალდება, აუცილებელი არის პოლიცია ჩაერიოს. ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაში და ახლაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ისეთი პროფესიონალიზმი როგორიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები ტროტუარებზე იდგნენ და კანონს არ არღვევდნენ, წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშივაჟა სირაძე : პარლამენტში დეპუტატებს შესვლა შეუძლიათ
შემდეგი სტატიაპარლამენტის მუშაობის შეფერხება ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ერთი სერიოზული რგოლი უნდა მოირღვეს