12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე – 1989 წელს
დაბადებული ს.შ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა – 1976 წელს დაბადებული ჰ.ა. და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა
უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.შ.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიამოღებულია: 75 შეკვრა “მეთადონი”, “გამომშრალი მარიხუანა” და “მცენარე კანაფი” – შსს-მ 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმართულებით სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს