პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლონეთის მოქალაქეების
მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,
კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ა.კ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,
სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ ცხელ კვალზე
დააკავეს.

ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი
რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს
პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა
ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,
ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირევაზ ბოჭორიშვილი: ცივილიზირებული, დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას არ ახსოვს ექიმები დაეპატიმრებინოთ, ბორკილებდადებული გაეტაცოთ საკუთარი ბინიდან, ღამით, პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : ჩვენი მიზანია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს ქართველ მოქალაქეებს და აიკრძალოს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ამაზე გვექნება დღესაც საუბარი