ყაზახეთში, ალმატიში პოლიციამ “ორფეხოსან ქუჩის აქლემებს” ბრძოლა გამოუცხადა.
ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი გადაფურთხების ფაქტზე, რომელსაც შეესწრებიან, სამართალდამცველებს აცნობონ.
კანონის მიხედვით, აღნიშნული ქმედება “წვრილმანი ხულიგნობის მუხლით” 10 დღით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლიციელების თქმით, ქმედებაზე ყურადღების გამახვილება მაღალი მოქალაქეობრივი კულტურის დანერგვის მიზნით ხდება.