პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.

სამართალდამცავებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის  „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და  „გაბაპენტინი“.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით.

banner
წინა სტატიაში“ქუჩაში დავრჩით ბავშვებით…არაფერი გაგვაჩნია” – ხანძარი ჭითაწყარში
შემდეგი სტატიაევროკავშირი უმოქმედობით საქართველოს კიდევ უფრო სწრაფად კარგავს – ზურაბიშვილის ინტერვიუ „ფრანს 24-თან”