13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 44 შეკვრა დაფასოებული 124 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა-პვპ”.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: „ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს, მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ”
შემდეგი სტატია“აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე