16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 3 პირი – 1957 წელს დაბადებული გ.ბ., 1980 წელს დაბადებული
რ.ა. და უკრაინის მოქალაქე 1970 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი “მცენარე კანაფის” უკანონო
დათესვა-მოყვანა.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი
„კოკაინი“, 479 აბი „მეთადონი“, 283 შეკვრა „მარიხუანა“ და „მცენარე
კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის
ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორები. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ,
ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა: ბიჭიკო პაიკიძე “ხაზინადარი და შავი სალაროს მჭერი იყო”
შემდეგი სტატიალუაზო: ოცნება შეურაცხყოფს ელჩებს, მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს