პოლიციამ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის პროსპექტის განთავისუფლებისკენ

პოლიციამ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის პროსპექტის განთავისუფლებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „მიიღებენ სათანადო ზომებს“.
შეგახსენებთ, დემონსტრანტები მხარს უჭერენ სამხედრო დაჯგუფებას „სასნა ცრერს“, რომელიც ორი კვირის წინ შეიჭრა და დაიკავა პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა. დემონსტრანტები არ აპირებენ დაშლას. მათი მოქმედების გეგმები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გუშინ, ერევანში ადგილი ჰქონდა შეტაკებას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, რომლის დროსაც სამართალამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ათეულობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ჭრილობით და დამწვრობით.

ადგილობრივი და უცხოური მედია ავრცელებს საპტოტესტო აქციის ფოტოებს.

banner
წინა სტატიაშიერევანში საპტოტესტო აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა
შემდეგი სტატიასარფის სასაზღვრო პუნქტთან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს