პოლიციამ მოსკოვის ცენტრში იპოთეკარების აქცია დაარბია

პოლიციამ მოსკოვის ცენტრში იპოთეკარების აქცია დაარბია

პოლიციამ მოსკოვის ცენტრში იპოთეკარების აქცია დაარბიამოსკოვის პოლიციამ სავალუტო იპოთეკარების საპროტესტო აქცია, რომელიც ცენტრალური ბანკის წინ გაიმართა, დაარბია.
მანამდე პროტესტის მონაწილეებმა ნეგლინნოის ქუჩა გადაკეტეს, რომლის დროსაც რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მას შემდეგ, რაც დაკავებები დასრულდა, აქცია სამანქანო გზაზე გადავიდა, რომლის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დოლარიდან რუბლზე კრედიტების რესტრუქტურიზაციაა.
იანვრიდან სავალუტო იპოთეკარებმა უკვე რამდენიმე აქცია ჩაატარეს.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას მე როგორ გავუშვებდი
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია