შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს
დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და
ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ
ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ
ყოფილა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის
მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – “ნაცმოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არაა? 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში , ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე : ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული