25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო

პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია: ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
შემდეგი სტატიაGlobal Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება