“პოლიციამ მართლზომიერად და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით დამაკავა – ყველაფერი დანარჩენი ჭორია” – ავტოფარეხის სახურავზე დაკავებული ახალგაზრდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 1, 2019 19:58

მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც ნიკოლაძის ქუჩაზე, ავტოფარეხის სახურავზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას ასახავს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის დაკავებაც ვიდეოშია ასახული სოციალურ ქსელში წერს: „მეგობრებო პოლიციამ დამაკავა მართლზომიერად და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით და ყველაფერი დანარჩენი ჭორია“.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთა:
„ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ.
დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“, – განაცხადეს შსს-ში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 1, 2019 19:58

Google სტატისტიკა

3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics