პოლიციამ მარნეულში სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს არსულებდა, რა დროსაც რკინის მილი  – 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად” – ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების დათმობაზე
შემდეგი სტატიაშს სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 9 პირი დააკავეს