პოლიციამ მარნეულში ორი პირი დააკავა, რომლებმაც 20 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით გოგო გაიტაცა, რაშიც მას მეორე ბრალდებული, რ.მ. ეხმარებოდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.

პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიTBCPayments.ge – გადახდების ყველაზე მოქნილი პლატფორმა ბიზნესებისთვის
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს