პოლიციამ მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ი. მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში
მდებარე საძოვარზე 3 ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის
ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ლიდერები ლოკანტასებსა და ბორდელებს აშენებენ
შემდეგი სტატიაახალი შესაძლებლობა ქალებისთვის, რომლებიც ტექნიკური მიმართულების პროფესიულ პროგრამებს ეუფლებიან