პოლიციამ მარნეულში ძალადობის ბრალდებით 27 წლის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი – 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დამნაშავის ვინაობა და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება დაიწყო. ჩადენილი დანაშაულისთვის ე.ა.-ს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადროებითი მოთავსების იზოლატორში დაქტილოსკოპიური სკანერები დამონტაჟდა