პოლიციამ მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან საბურავების მოპარვისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1991 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ და ბ.ბ.-მ მიმდინარე წლის 8 თებერვალს თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე, მოქალაქის – მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი ჩაიდინეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: გაწიწმატებულ და ეგზალტირებულ “ეროვნულებში” ბევრი ფარული რუსეთუმეა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ხელისუფლების ცვლილება, ეს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანად, არჩევნების გზით