პოლიციამ ყვარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი
შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს ს სკ-ის 236-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში დღეს შევა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა