პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით
დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ბენზინგასამართ
სადგურ “3G”-ის ოპერატორს, 1960 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, მიაყენა ფიზიკური
შეურაცხყოფა და ცივი იარაღის გამოყენებით გასტაცა თანხა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად დაკავდა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს, ის არის ისტორიული ტიპი, ომი არ დაუწყია სააკაშვილს