პოლიციამ კახეთში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს
განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული შ.ე. და1995 წელს დაბადებული
დ. ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მათ
მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში,
ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის
თანამშრომლებს – შ.ე.-სა და დ.ა.-ს 1989 წელს დაბადებულ ვ.მ.-სთან და 2
თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. კამათი ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ- ს ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ
დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური
მკურნალობა უტარდება.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ქართული პოლიტიკური კლასი სტერეოტიპების ტყვეობაშია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა