პოლიციამ კახეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.პ. ყვარელში, ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1996
წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება
მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების რიცხვი 92-მდე გაიზარდა