პოლიციამ კახეთში ბინის ქურდობის 3 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული უ.კ., ქურდობის
ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს თელავის
რაიონის სოფელ შალაურში 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს
სამკაულები და ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა უ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიFRUCOM-ი ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანებაში ალექსანდრე მოწერელიას წვლილზე საუბრობს
შემდეგი სტატიასუს-ში გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა