13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი
დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების,
საკარმიდამო ნაკვეთების და ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული
ჩხრეკისას, 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ და 115 გრამამდე „მარიხუანა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა