19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაში“მიეცით წამალი ბავშვებს”-დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეს მსვლელობა გაიმართება
შემდეგი სტატიაპოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი