პოლიციამ ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქტივისტების დაკავება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის დროს 2 აქტივისტი დააკავეს.

“ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. ისინი დააკავეს, როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები მოძრაობას – მიშას თავისუფლებისთვის აფუძნებენ.

მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში დაფუძნდა.

დღეს მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას გააპროტესტებენ.

“მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას მიშას თავისუფლებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები… ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობები”, – ამბობს, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან