6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდააკავეს პირი, რომელიც დაზარალებულს აშშ-დან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი ჩაარიცხვინა და თანხა მიისაკუთრა
შემდეგი სტატიაკობახიძე: მშვიდობის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია