პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გაწმენდა დაიწყო

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მოულოდნელად გზის სავალი ნაწილის გაწმენდა დაიწყო.

ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა. ასევე, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს დაშავდა ერთი პირი, რის გამოც, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.

“თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი ჩაარტყეს.

banner
წინა სტატიაში“აქ დგომა მორალური ვალდებულებაა, სანამ 53 ადამიანი იქნება პატიმარი, მანამდე იქნება პროტესტით მოცული თბილისი და არამარტო თბილისი” -ნიკა მელია
შემდეგი სტატია“თბილისი მოლთან” გიგი უგულავა დააკავეს