პოლიციამ გვიან ღამით „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დააკავა

პოლიციამ გვიან ღამით „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დააკავა.

ადმინისტრაციული წესით 26 ადამიანი, მათ შორის ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები დააკავეს.

ლიდერები შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

შეგახსენებთ „თბილისი პრაიდი“ 2 ივლისს „პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიების ქვიარ მუსიკალური ფესტივალის გამართვას გეგმავს.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აღნიშნული ღონისძიების ჩაშლასა და მონაწილეთა ძალადობაზე მუდმივად საუბრობდნენ.

banner
წინა სტატიაშიმიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა