პოლიციამ გორში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის
სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე,
უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი -შეიქმნას არმია, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და დაამარცხოს რუსეთი ბრძოლაში
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი