პოლიციამ გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვა

პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.

სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.

banner
წინა სტატიაშითიბისის და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიაპარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა