7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა
მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მიღებული
დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით
დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას