პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,რეგიონალური განვითარება, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ერთადერთი გზაა, რათა საქართველო იყოს წარმატებული”
შემდეგი სტატიაქართული მხარე აზერბაიჯანულ კომპანიას სასამართლოში უჩივის – „თაიმერს“ საგარეო უწყება ეხმაურება