პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 2019 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის
მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის
ძებნილი პირი – 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
დააკავეს.

ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში,
ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და
მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით
ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე
ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 7 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების სიძულვილის შედეგია
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – რუსეთი 100 წლის შემდეგაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს