პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა ,რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს
დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან მალევე, ცხელ
კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიფეოდალიზმი ჩხოროწყუში – „თაიმერის“ ჟურნალისტს მუშაობის საშუალება არ მისცეს
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო