7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 10, 2026
banner

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უკრაინის
რესპუბლიკის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის
ბარგის შემოწმების შედეგად, საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული, 2
კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკულ საშუალებებს: „მეთადონს“, „მდმა“ -ს , ასევე, ფსიქოტროპული
ნივთიერება „კეტამინს“ შეიცავს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და
263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გაზიარება
banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა